top of page

გმირი ძაღლი: მენქსი

Updated: Apr 13, 2021



მიუხედავად იმისა, რომ კატებისგან განსხვავებით ძაღლებს 9 სიცოცხლე არ აქვთ, მათ საკმაოდ დიდი ნიჭი გააჩნიათ სპეციალური წვრთნების შემდეგ მასშტაბურ ოპერაციებში ჩაერთონ და საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანების სიცოცხლე იხსნან. ოთხფეხა არსებები არასოდეს ტოვებენ ადამიანებს ბედის ანაბარა.

გერმანული ნაგაზი - მაშველი მენქსიც იმ ძაღლთაგანია, რომელიც თავისი გასაოცარი უნარებით იყო გამორჩეული. მენქსი - უნგრულად (თათი), 1994 წელს უნგრეთის ქალაქ მიშკოლცში დაბადებულ 11 ლეკვთაგან ერთ-ერთი იყო. მისთვის 6 თვის ასაკში ფეხზე აღმოჩენილ პრობლემას სულაც არ შეუშლია ხელი მომავალში თავის პარტნიორთან ერთად სასარგებლო საქმეებში მიეღო მონაწილეობა.

ლასლო ლეჰოცკი მიშკოლცში არსებული მაშველთა რაზმის „ობობა“-ს ლიდერი იყო, მას მუშაობის 20 წლიანი სტაჟი ჰქონდა და მუდმივად ზრუნავდა თავისი გუნდისა და ძაღლების რეგულარულ წვრთნაზე. სწორედ ლასლო იყო მენქსის პარტნიორი და მასთან ერთად ხშირად მონაწილეობდა სტრესული და სახიფათო მისიების შესრულებაში. ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მათი ყოველდღიურობა იყო.

მაშველთა გუნდს არა ერთხელ გამოუყვანია ზვავსა თუ წყალდიდობაში მოყოლილი ცოცხლებიცა და გარდაცვლილებიც, იმისათვის რომ ნათესავებსა და მეგობრებს მათთვის გამომშვიდობების საშუალება მისცემოდათ. მენქსიმ ჯგუფთან ერთად მუშაობისას 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა და ნანგრევებში მყოფი ბევრი ადამიანის ზუსტი ადგილმდებარეობაც დაადგინა. 1999 წელს იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ბიჭის სიცოცხლე სწორედ მენქსიმ იხსნა. გადარჩა ამავე მიწისძვრის დროს ნანგრევებში მოყოლილი 3 წლის გოგონაც, რომელმაც 82 საათი მტვერში გაატარა. უამრავმა წარმატებულმა მისიამ, ზღვაში და ხმელეთზე გადარჩენილი ადამიანების დიდმა რაოდენობამ განაპირობა 2006 წელს მისთვის სიცოცხლეშივე ძეგლის დადგმა.

მენქსი ქანდაკების დადგმიდან 2 წელში 12 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ დატოვა სახელი და თავისი შთამომავლები, რომლებიც მის გმირულ საქმეებს აგრძელებენ.



236 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page