გარემო და ძაღლის ფეკალიები

რა გავლენას ახდენს თქვენ მიერ დატოვებული ნარჩენები გარემოზე?

არ დაგავიწყდეთ ფეკალიების ასაღები პარკი

სანამ თქვენს ძაღლთან ერთად სასეირნოდ წასვლას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ სათანადოდ ხართ აღჭურვილნი. აუცილებლად შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ნარჩენების ასაღები სპეციალური პარკი თან, მათ გარეშე შეიძლება ძალიან უსიამოვნო და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. იქონიეთ 2 ცალი მაინც. რინგოს ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ისინი ძალიან მსუბუქი, კომპაქტური, მარტივად სატარებელია და რაც მთავარია შექმნილია ნებისმიერი ზომის ნარჩენისთვის.



კომპოსტირება

კომპოსტირება ძაღლის ფეკალიების მოშორების კიდევ ერთი გზაა. კომპოსტი არის ორგანული ნივთიერება, რომელიც შესაძლებელია განთავსდეს ნიადაგში მცენარეთა ზრდის დასახმარებლად. საკვებისა და ბაღის ნარჩენები შეადგენს ჩვენ მიერ გადაყრილი პროდუქტის 20-30%-ს, რომელიც შესაძლებელია, დაკომპოსტირდეს, შედეგად კი თავიდან ავიცილოთ ნივთიერებების ნაგავსაყრელზე განთავსება, სადაც ისინი გამოყოფენ მეთანს და სხვა სათბურის გაზებს.


კომპოსტირების დადებითი მხარეები:
  • ამდიდრებს ნიადაგს და ეხმარება ტენიანობის შენარჩუნებაში,

  • ამცირებს მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს;

  • ამცირებს ქიმიური სასუქების საჭიროებას;

  • ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიებისა და ფუნგების გამრავლებას, რაც წარმოქმნის ჰუმუსის ტიპის მასას;

  • ამცირებს მეთანის ემისიებს ნაგავსაყრელებიდან და ნახშირბადის წილს ერთ ადამიანზე;


მას შემდეგ რაც ბიოდეგრადირებადი პარკით აიღებთ ძაღლის ნარჩენს, შეგიძლიათ ის სახლში წაიღოთ და იქ შექმნათ კომპოსტის ორმო. ორგანულ ნარჩენებს სჭირდება ჟანგბადის, სითბოს და წყლის სწორი დონე სრულად გახრწნისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი კომპოსტის გროვა თბილი და ტენიანი იყოს.

როდესაც სითბოს დატენიანობის სრულყოფილ ბალანსს მიაღწევთ, ყველა უსიამოვნო პათოგენი ნელნელა განადგურდება და თქვენი კომპოსტიც მზად იქნება გამოსაყენებლად არასაკვები მცენარეებისთვის.

ურნები

მას შემდეგ რაც თქვენი ძაღლის ფეკალიებს აწმენდთ და სპეციალურ პარკში მოათავსებთ, ის ნაგვის ურნაში უნდა გადააგდოთ. თუ იმ მომენტში ახლოს ვერ შენიშნავთ, არ იდადრდოთ, როგორც წესი პარკები ძლიერი და გამძლეა, ამიტომ ნარჩენი შეგიძლიათ თან წაიღოთ და გზად, პირველივე ურნაში მოათავსოთ.

თუ მოშორებით ტყეში ან მდელოზე აღმოჩნდით შეგიძლიათ ბიოდეგრადირებადი პარკი ჯოხზე დაამაგრთოთ და ისე მიიტანოთ ნაგვის ურნამდე.

მატლების მეურნეობა

ფეკალიების თავიდან მოშორების არც თუ ისე ბევრი გზა არსებობს, კომპოსტირებაც არ სარგებლობს დიდი პოპულარობით, თუმცა მშვენიერი გამოსავალია ნარჩენების დასაბინავებლად. შეიძლება არც კი დაიჯეროთ, მაგრამ მატლები ისეთ რამეებსაც ჭამენ რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვყრით, ხილ-ბოსტნეულის კანები, ცხოველების ნარჩენები და სხვა. გამძღარი მატლები კი შესანიშნავი სასუქია არა საკვები მცენარეებისთის.

ჩარეცხვა

ფეკალიები და ტუალეტი განუყრელი მეგობრები არიან, თუმცა ძაღლების შემთხვევაში საქმე ასე მარტივად არ არის. ჩვენ ნარჩენის ჩარეცხვას ნამდვილად ვერ გირჩევთ.

უამრავ წყლის კომპანიას გაუფრთხილებია ხალხი ტუალეტში არ ჩაერეცხათ პარკში მოთავსებული ძაღლის ფეკალიები, მითუმეტეს რომ ამდენი სხვა ალტერნატივა არსებობს.



ძაღლების ფეკალიების განკარგვის მომავალი

გარდა ნახსენები გზებისა, არსებობს შედარებით ახალი, ინოვაციური მეთოდებიცა და გამოგონებებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ.

2018 წელს პენსიონერმა ინჟინერმა, ბრაიან ჰარპერმა საზოგადოებას თავისი უკანასკნელი გამოგონება გააცნო: ძაღლის ფეკალიებზე მომუშავე ბიო-გაზის ქუჩის განათება. მალვერნ ჰილსის ცნობილ ბილიკზე ძაღლების პატრონებს შეუძლიათ ძაღლის ნარჩენებისთის უფასო ქაღალდი გამოიყენონ და სპეციალურ ყუთში მოათავსონ, რაც განათების პროცსს, სისრულეში მოყვანაში დაეხმარება. ანაერობული საჭმლის მომნელებელ მიკრობებში წარმოიქმნება მეთანი, რაც მთავარი კომპონენტია ქუჩის განათების ენერგიისათვის, რომლებიც მხოლოდ შებინდებისას გაანათებს.


საოცარია მსგავსი გამოგონებების ხილვა... იმედია მომავალში კიდევ უფრო მეტ საინტერესო რამეს ვიხილავთ ამ კუთხით. ქუჩის განათების იდეა კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ყველანაირი ნარჩენის გამოყენება შეიძლება სასარგებლოდ.

როგორც ხედავთ, უამრავი გზა არსებობს თქვენი ძაღლის ფეკალიების დასაბინავებლად. რათქმაუნდა თავად უნდა აირჩიოთ თქვენთვის უფრო მარტივი და მისაღები გზა. ერთ რამეზე კი ყველანი ვთანხმდებით, რომ ძაღლის ნარჩენების აღება აღსანიშნავი ფაქტია. არ აქვს მნიშვნელობა რომელი მეთოდით გააკეთებთ ამას. (მთავარია ფეკალიები ტროტუარზე არ დაგრჩეთ ან პარკით ხეზე არ ჩამოკიდოთ).

პატიოსან პატრონებს კი, რომლებიც იხრებიან და თავიანთი ოთხფეხა მეგობრის უკან არაფერს ტოვებენ - მადლობას ვუხდით მათ. თქვენ გარეშე ქუჩები ნამდვილად არ იქნებოდა ისეთი სუფთა, როგორიც ახლაა.





95 views0 comments