top of page

5 საუკეთესო საახალწლო საჩუქარი თქვენი ძაღლებისთვის 🎄🐶

Updated: Feb 4, 2021



2020 წელი ყველასთვის შეზღუდვებთან, იზოლაციასთან, დისტანციასა და ღელვასთან ასოცირდება. ვინ შეიძლება იყოს ამ უსიამოვნო წლით კმაყოფილი თუ არა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მეტი დრო გაატარეს ჩვენთან ერთად - ბევრი თამაში, მეტი მოფერება და კიდევ უფრო ხანგრძლივი სეირნობა, ამაზე უკეთესზე ვერც კი იოცნებებდნენ ძაღლები. მათ გარეშე ამ ერთფეროვანი დღეების გატარება ჩვენთვისაც უფრო რთული და მოსაწყენი იქნებოდა, ჩვენი საუკეთესო მეგობრები ხომ ყოველთვის მზად არიან ულევი სიყვარული და სითბო გაგვიზიარონ, როცა ეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება.

ნიშნად მადლიერებისა, ხომ ხშირად გაგვჩენია მათთვის საჩუქრის გაკეთების სურვილი? მალე შობა-ახალი წელი მოდის, ახალი წელი ხომ მათი განებივრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეგირჩიეთ 5 საუკეთესო ქართული საჩუქარი, რომლითაც თქვენს ძაღლს ძალიან გაახარებთ



რინგო ქალაქის სამსახუში

ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობი რინგო ახალ სერვისს გთავაზობთ: რინგოს ქისას ამიერიდან შეგიძლიათ თქვენი ოთხფეხა მეგობრის სახელი დააწეროთ. ირჩევთ თქვენთვის სასურველ ქისის ფერს, წერთ თქვენი ძაღლის სახელს და აკეთებთ შეკვეთას https://bit.ly/2L4udiz.

რინგო სამ სამუშაო დღეში სახლში მოგიტანთ.





Fio's Pets

სახლში დამზადებული, მაღალი ხარისხის წასახემსებლები / სასუსნაობები შექმნილი მხოლოდ თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის, თუმცა, ისეთი გემრიელია, ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ, რაც მთავარია უსაფრთხოა და არ შეგეშინდეთ, მშობლებო! https://bit.ly/37SaFFV





ზერო ეფექტი


'ზერო ეფექტი' საქართველოში ნული ნარჩენის კონცეფციის პირველი სივრცეა, რომლის მიზანია ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალება მიეცეთ შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოზე, გაეცნონ ნული ნარჩენით ცხოვრების სტილსა და პლასტმასას გარემოსთან მეგობრულ ალტერნატივებს. ზერო ეფექტი, ზრუნავს ასევე ცხოველების სისუფთავეზე და გვთავაზობს ძაღლების მოვლის საშუალებებს, ლავანდის ბიო შამპუნსა და სავარცხელს https://bit.ly/3n7ZBL9





Pup In a Box

Pup in a Box ახლად გამომცხვარი ბრენდია, რომელიც საახალწლოდ დიდ სიურპრიზებს უმზადებს ძაღლებს.

სასაჩუქრე ყუთი, სავსე მაღალი ხარისხის წასახემსებლებით, სათამაშოებითა და სხვა. სრული კომფორტია თქვენთვის და თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც.

https://bit.ly/2Woddqd





მარგოს კარადა

მარგოს კარადა სავსეა ძაღლის კომფორტული, ჭრელაჭრულა სამოსებით, შეიჭყიტეთ მარგოს კარადაში, იქნებ ორიგინალურ სამოსს გადააწყდეთ და თქვენს ძაღლს ახალ წელს აჩუქოთ?! https://bit.ly/344XZKG




P.S. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ძაღლებისთვის შესაფუთ ქაღალდთან თამაში რჩება ყველაზე ხალისიან და ხანგრძლივ აქტივობად, ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი საჩუქარი ლამაზად, მაგრამ უსაფრთხოდ იყოს შეფუთული.




bottom of page