26 ფილმი, სადაც მთავარ როლს ძაღლები ასრულებენ

Updated: Feb 4



ალბათ დაგვეთანხმებით, რომ დასვენების დღეებში მყუდროდ მოკალათებასა და კინოსეანსის მოწყობას არაფერი სჯობს!

თქვენთვის საქმის გასამარტივებლად რინგო თავისი საყვარელი ფილმების სიას გთავაზობთ, რომლებშიც მთავარ თუ არა, ყველაზე დასამახსოვრებელ როლებს სწორედ ძაღლები ასრულებენ.


#1 ოზის ჯადოქარი / The Wizard of Uz 1939

'ოზის ჯადოქარი', რომ კლასიკად იქცა, ჯუდი გარლანდთან ერთად ტოტოს დამსახურებაცაა;


#2 ნიღაბი / The Mask 1994

ძაღლის სახელი „მაილო“ დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. რა თქმა უნდა, ფილმი „ნიღბის“ წყალობით;


#3 101 დალმატინელი / 101 Dalmatinas 1996

„101 დალმატინელი“, რა თქმა უნდა, გლენ კლოუზის მიერ ვირტუოზულად განსახიერებულ კრუელასთან ერთად;


#4 უკან მომავალში / Back to the Future 1985

ან დროში მოგზაურობა აინშტაინთან ერთად ფილმიდან „უკან მომავალში“?

#5 გრიფინები / Family Guy 1999

ამ შემოქმედებას ასაკი არ აქვს. ერგება ყველა ყველა ასაკისა და ინტერესის მქონდე ბავშვსა თუ ზრდასრულს. კლასიკაა ერთგვარი, არა?

#6 ბეთჰოვენი / Beethoven 1992

ბეთჰოვენის ფილმის ორივე ნაწილი ყველაზე ტკბილი და საოჯახო ფილმია, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა ნახოს, რინგოს აზრით :)

#7 თეთრი ბიმი შავი ყურით / БЕЛЫЙ БИМ ЧЕРНОЕ УХО 1976

ერთერთი ყველაზე ძველი და სევდიანი ფილმი, რომელიც ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი და ალბათ მაინც ყოველ ჯერზე თქვენც გეტირებათ?


#8 გრინჩი / How the Grinch Stole Christmas 2000

გრინჩმაც კი იცის, რომ ყველას შეიძლება ზურგი აქციო, მაგრამ არა ოთხფეხა მეგობარს.

#9 მაღლა / UP 2009

პიქსარის ანიმაცია „მაღლა“ ყველაფერს გთავაზობთ, რასაც კი შეიძლება მულტფილმში ეძებდეთ. მათ შორის, მოუსვენარსა და ძალიან კეთილ ოქროსფერ რეტრივერს;

#10 სათამაშოების ისტორია / Toy Story 1995

იგივე ითქმის „სათამაშოების ისტორიაზეც“;


#11 ქერათმიანი ადვოკატი / Legally Blonde 2001

შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ამსხვრევენ სტერეოტიპებს ელ და ბრუსერ ვუდსები ფილმში „ქერათმიანი ადვოკატი“;


#12 მე ვარ ლეგენდა / I am Legend 2007

მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულებმა კი გაიხსენეთ ყველაზე ერთგული და თავდადებული სემი ფილმიდან „მე ვარ ლეგენდა“...

#13 ჰაჩი / Hachi: A dog's Tale 2009

ძაღლ ჰაჩიკოსა და მის ისტორიას წარდგენა არ სჭირდება. უყურეთ და მაგრად ჩაეხუტეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს.


#14 წინაპართა ძახილი / The Call of The Wild 2020

სიას ვერ გამოაკლდებოდა 2020 წლის ფილმი ადამიანისა და ძაღლის უშუალო კავშირზე, რომელიც ახალ სიცოცხლეს აპოვნინებს ადამიანს.


#15 ტერნერი და ჰუჩი / Turner & Hooch 1989

ვერც ტერნერისა და ჰუჩის დუეტის მიმართ ვიქნებით გულგრილნი. ფილმს, სადაც ყველაზე სასურველი პარტნიორები ადამიანი და ძაღლი არიან, ყველაზე შეკრული გუნდი, რომელიც ერთი მიზნისთვისთვისაა გაერთიანებული.

#16 ფლუკი / Fluke 1989

ისტორია, სადაც გარდაცვლილი მამის სული ძაღლში დაიდებს ბინას და ცდილობს არ გაწყვიტოს კავშირი თავის ოჯახთან.


#17 ბელი და სებასტიანი / Belle & Sebastian 2013

ბელისა და სებასტიანის მეგობრობასა და სიყვარულს სიტყვებით ვერ ჩვენ ვერ აღვწერთ, ეს ფილმი უნდა ნახოთ თქვენს ოჯახთან ერთად.


#18 ძაღლების კუნძული / Isle of Dogs 2018

იქნებ უეს ანდერსონის “ძაღლების კუნძულზე“ გინდათ მოხვედრა?

#19 ალფა / Alpha 2018

ძალიან შთამბეჭდავი ფილმი, რომლის სიუჟეტიც 20000 წლის წინ ვითარდება და მოთხრობილია უცნაურ სიტუაციაში დამეგობრებული ადამიანისა და ძაღლის ისტორია.


#20 შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება / Secret Life of Pets 2019

იცით როგორია ჩვენი შინაური ცხოველების ცხოვრება მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვართ სახლში? და ის თუ იცით, როგორი თანადგომა იციან მათ, როდესაც მეგობრები გასაჭირში არიან?!

#21 ერთხელ ჰოლივუდში / Once Upon a Time in Hollywood 2019

კიდევ ერთხელ ნახეთ კვენტინ ტარანტინოს ბოლო ნამუშევარი და დარწმუნდით, რომ „ერთხელ ჰოლივუდში“ დატრიალებული ისტორიის კულმინაციის მთავარი გმირი 3 წლის პიტბული - ბრენდია.


#22 ლედი & მაწანწალა / Lady & Tramp 1955

და ბოლოს, მრავალთათვის ბავშვობის საყვარელი მულტფილმი „ბალტო“, რომელიც გმირი ჰასკის დაუჯერებელ, მაგრამ ნამდვილ ისტორიას გიამბობთ.

#23 ერთი ძაღლის მოგზაურობა / A Dog's Journey 2017

მოიმარაგეთ ბევრი ცხვირსახოცი, ცრემლების გარეშე გამორიცხულია ამ ფილმის ყურება! მაგრად ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს და რათქმაუნდა თქვენს ოთხფეხა მეგობარს.

#24 ლესი / Lassie 2005

ძაღლები რომ ყველაზე ერთგული არსებები არიან, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ გზა, რომელსაც ლესი გადის, რათა თავის საყვარელ მეგობართან ჩააღწიოს, მართლაც მისი დაუჯერებელი თავგადასავალია.


#25 -22 გრადუსი ცელსიუსით / Eight Below 2006

როდესაც ძაღლია შენი ყველაზე დიდი იმედი, რომელსაც შეუძლია სიცოცხლეც კი გაჩუქოს.

#26 ბალტო / Balto 1995

და ბოლოს, მრავალთათვის ბავშვობის საყვარელი მულტფილმი „ბალტო“, რომელიც გმირი ჰასკის დაუჯერებელ, მაგრამ ნამდვილ ისტორიას გიამბობთ.



133 views0 comments