top of page

რინგო - პლანეტის ყველაზე მზრუნველი ოთხფეხა მეგობარი, ჩვენი ქალაქის სამსახურშია და  ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს. მისი ონლაინ პლატფორმა კი საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ მისი როგორც ხელნაკეთი ტყავის ხელნაკეთი ქისები, ასევე რინგოს ბიოდეგრადირებადი პარკები, ძაღლის ფეკალიების ასაღებად.

საიტის გამოყენება


მას შემდეგ, რაც მონიშნავთ, რომ ეთანხმებით წესებსა და პირობებს, გააგრძელებთ პროდუქციის ონლაინ შეკვეთის დასრულებას, ეს იმას ნიშნავს, რომ იმოქმედებთ და გაითვალისწინებთ საიტზე მოყვანილ წესებსა და პირობებს.
 

შეკვეთის გვერდი და პერსონალური ინფორმაცია


შეკვეთის გვერდზე თქვენ აფიქსირებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ შევძლოთ თქვენამდე შეძენილი  პროდუქტის მოტანა და თქვენთან კომუნიკაცია, ასევე ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე გამოგიგზავნოთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს აქციებს, ფასდაკლებებს ან ნებისმიერ სხვა კარგ ამბებს რინგოს შესახებ.


ფასები


საიტზე ნაჩვენებია ფასები ლარში, ეროვნულ ვალუტაში, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
 

ადგილზე მიტანა


შეძენილი პროდუქტის ადგილზე მიტანა ხორციელდება შეკვეთიდან 2-3 სამუშაო დღეში.
 

პროდუქციის აღწერილობა
 

რინგოს ონლაინ მაღაზიაში განთავსებული ქისები წარმოებულია საქართველოში.

ლოგოს გამოყენება


რინგოს ლოგოს გამოყენება შეუძლია პრესის წარმომადგენლებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც რინგოთი იქნებიან დაინტერესებულნი.
 

პროდუქციის/თანხის უკან დაბრუნება
 

იმ შეთხვევაში თუ წუნი უპოვეთ შეძენილ პროდუქტს, გთხოვთ, შეგვატყობინოთ და მოგვწეროთ. გპირდებით, იმედგაცრუებულს არ დაგტოვებთ :) 

დიდი მადლობა ერთგულობისთვის.

bottom of page